აბრეშუმის გზა

ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთ ლექციაში ლიტერატურის დანიშნულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლიტერატურა არ ცვლის ადამიანს უკეთესობისკენ. 20 საუკუნეა ადამიანს ეუბნებუან არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო…ადამიანი კი მაინც კლავს, მაინც მრუშობს, იპარავს.. გამოჩენილ ქართველ მწერალს- გურამ დოჩანაშვილს თუ დავუჯერებთ ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე იყავი.მაშ სად არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება ის არის რომ ყველა მკითხველს საკუთარი დამოკიდებულება აქვს მხატვრულ ტექსტთან, ისევე როგორც ტექსტს აქვს თავისი ცხოვრება მას შემდეგ,რაც მწერალი ბოლო ფრაზის ბოლო წერტილს დასვამს და ყველაფრის გადაწყვეტას მითხველს მიანდობს. მეც მკითხველი ვარ და ინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები „აბრეშუმის გზა“-სთან დაკავშირებით. უკვე სათაურში ჩადებულია ერთგვარი სიმბოლიკა, რომ წიგნიში საუბარია ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს თემაზე-აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზეუძველესი დროიდან დადიოდნენ ქარავნები აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთითდა მიჰქონდ მოჰქონდათ ქარავნებს სიბრძნე და სიახლეაზრი და იდეანივთი და გამოცდილება იტვირთებოდნენ აქლემები აბრეშუმით – ნამდვილი განძითაღმოსავლური სიბრძნითა და სულიერებითდა აბრიალდა ევროპული სალონები დასავლურ ფასეულობებზე გადაცვლილი ფერადი აბრეშუმით 
ეს საკიტხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თურქი მწერლების შემოქმედებაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ორჰან ფამუქი, მის წიგნებშიც ძირითადად ამ პრობლემაზეა საუბარი აღმოსავლეთდასავლეთის ურთიერთობის საკითხი ფამუქის შემოქმედება შიპირველად  „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგსხვა რომანებშიც გადავიდაპირველად ამ რომანში გაბატონდა აზრირომ აღმოსავლეთსა და დასავლეთსშორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულიაამრომანის გმირი მიხვდარატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი.
სელიკის წიგნის თემაც სწორედ ეს არის, როგორია დასავლეთის დამოკიდებულება აღმოსავლეთთან დდა რამდენადაა შესაძლებელი ორი სხვადასხვა კულტურის ინტეგრირება. ატორი ამას ზინემის ოჯახის მაგალითზე გვიამბობს. გერმანელებს არ მოსწონთ საკუთარ ქვეყანაში უცხოტომელების დამკვიდრება და მათს შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში წერენ,რომ თურმე თურქი ბავშვები გონებაჩამორჩენილები არიან და სწავლა არ შეუძლიათ. სხვა ეროვნების ადამიანის მიმართ ამგვანი დამოკიდებულება არ-ახალია, ძველია. გავიხსენოთ შექსპირის ვენეციელი ვაჭარი,როგორ წუხს იუდეველი შაილოკი იმის გამო , რომ ქრისტიანებს ის არასრულფასოვან ადამიანად მიაჩნიათ და გარიყული ჰყავთ.  იგი ამბობს: „ განა იუდეველს არა აქვს გრძნობები ? მისწრაფებები? განა იმავე იარაღით არ იჭრება? იმავე სნეულებით არ ხდება ავად? თუ გვიჩხვლეტთ განა ჩვენ არ დაგვედინება სისხლი?“ 
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში შეჭრილი ანტიამერიკანიზმი გულს უკლავს მწერალ ტომას ვულფს და ამიტომ მიმართავს ევროპელებს :“ დიახ ჩემო ძმაო ჩვენ იანკები ვართ, განა იანკს სმენა არ გააჩნია? განა არ იცის რა არის სიცრუე, ღირსება, სიკეთე , შიში, სიხარული? განა იგივე სიკვდილი არ სცელავს, იგივე მატლები არ ჭამენ რაც გერმანელს? „ შაილოკისა და ტომას ვულფის  გულისტკივილს მე-20საუკუნის  შუა წლების ჰოლოკოსტი „აგვირგვინებს“ . 
ყოველივე ამის შემდეგ საკმაო დროა გასული , მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება, შესაძლოა ამგვარი მკვეთრი სიძულვილის გამომხატველად აღარ, მაგრამ მაინც. ამის დასტურია ზუსტად სელიკის წიგნიც. კულთურათა შეუთავსებლობა განსაკუთრებულად მკვეთრად ჩანს მასწავლებლის დამოკიდბულებაში ზინემის მიმართ. ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ევალება მოზარდს ჩაუნერგოს „შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“ , პირიქით თავად იძლევა უსიყვარულობისა და ქსენოფობიის მაგალითს, როცა გოგონას არანაირ ყურადღებას არ აქცევს და დაბალ შეფასაბებს უწერს, რადგან მას სხვა გერმანელებივით თურქები გონებაჩამორჩენილებად მიაჩნია . არ დაგვავიწყდეს, რომ არც ისე შორეულ წარსულში საქართველოც ნახევრად ველურ და უკულტურო ქვეყნად მიაჩნდათ. ასე რომ ლადო ასათიანის სურვილი „ მე ხელებს გავშლი და შეერთდება დასავლეთი და აღმოსავლეთი“ ჯერ ისევ მხოლოდ სურვილად რჩება. 
დასავლეთს დიდად არ ხიბლავს მათს მიწაზე უცხო მოდგმის გამრავლება. ამიტომ წუხან გერმანელებიც, მალე თურქები უფრო მეტი იქნებიან ვიდრე გერმანელებიო. არც ეს გარემოებაა ჩვენთვის უცხო. განა ჩვენც ასევე არ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში ჩინელებისა და ინდოელების დამკვიდრებას? წიგნში ასევე მნიშვნელოვანია მამა-შვილის ურთიერთობა. მამის დამოკიდებულება გოგოს მიმართ. ესეც ნაცნობი დეტალია. ქართველი მშობლების სიმკაცრე, ერთგვარი ჩარჩოები, რომლებსაც ისინი შვილებს გვიწესებენ. ამრიგად, თურქი გოგონას ,ჩვენი თანატოლლის ცხოვრებას უცხო ქვეყანაში და ისი გამოცდილება, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის, მით უფრო , რომ დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს პერსპექტივა, რომ მომავალში დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში მოუხდეს წასვლა. ეს წიგნი ერთგვარად შეგვამზადებს საიმისოდ, რას შეიძლება ველოდეთ უცხო გარემოში.ლიტერატურის დანიშნულებაც ხომ ის არის , რომ მხატვრულმა ცოდნამ ადამიანში გააძლიეროს სიცოცხლის უნარი?  
და ბოლოს, წიგნის ქვესათაურმა „ზინემის გადაწყვეტილება“ სოხუმელი ბიჭი, იანგული გამახსენა, მისი გადაწყვეტილება სოხუმში დაბრუნება იყო, რა იქნება ზინემის არჩევანი? ამაზე პასუხი რომ გაიგოთ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ ! 
სამწუხაროდ, წიგნი ქართულად არაა ნათარგმნი
Advertisements

“იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”

2015/01/img_7931-0.jpgჯემალ ქარჩხაძე ჩემი საყვარელი მწერლების სიაში პირველია. ხოდა წეღან კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი “იგის”. ამ პატარა ემოციებით სავსე მოთხრობამ ჩემში ახლაც ისეთივე გრძნობის კორიანტელი დააყენა , როგორიც მაშინ, პირველად რომ წავიკითხე. პირველყოფილი იგი ინდივიდია, ჩამოყალიბებული და გამართული ადამიანი. ის ხელოვანია, თვით ხელოვნება კი მის სულში დაწრწის გარეთ გამოსვლას მოწყურებული, გამოსვლას კი ესთეტიკური გრძნობა და ფიზიოლოგიის ბატონობისგან თავდახსნილი სიყვარული აიძულებს.ის ცდილობს უხეში, ფიზიკური კავშირით შებღალული საყვარელი ქალის სახისგან გათავისუფლდეს და უწინდელი მშვენიერება დაუბრუნოს მას. ზუსტად – სილამაზის გრძნობა და სიყვარული აღვიძებს იგიში ხელოვანსა და შემოქმედს.
ის გამორჩეული იყო არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმითაც, რომ სხვებისგან განსხვავებით ფიქრში ათენებდა ღამეებს,სულიერ საზრდოს, მარტივ მაგრამ ზოგადსაკაცობრიო კითხვებზე პასუხს ეძებდა, მაშინ როცა მისი ავხორცობით გამძღარი “თანამოძმეები” ძილში ჰპოვებდნენ სიმშვიდეს. ავტორი ბრბოს ფსიქოლოგიას გვიხატავს, ისეთს როგორიც ახლაა- დამოკიდებულს. ბრბოში მოხვედრილი ადამიანს ხომ საერთო აღგზნება გადაეცემა, კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და ემორჩილება მასის მოქმედებას. ბრბო, რასაც ერთი- ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი უბრძანებს, იმას ასრულებს. აქედან და არა მარტო აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ რაზეც ადამიანის ფსიქოლოგიაა დაფუძვნებული, ეპოქის შეცვლასთან ერთად არ იცვლება, მხოლოდ ვითარდება და ახალ-ახალ თავისებურებებს,პრინციპებსა და ფასეულობებს იძენს. (ისევდაისევ ტექსტიდან გამომდინარე)
იგი პირველი თავისუფალი პიროვნებაა დედამიწაზე, მაგრამ თავისუფალ პიროვნებასთან ერთად ამ ქყვეყნად ჩნდება ტირანიაც, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. საერთოდ ადამიანს ყველანაირი სიახლე აშინებს და უკუაგდებს მას, ალბათ “იგის” შემთხვევაშიც ტირანიით განხორციელებული მოქმედების მიზანიც ინოვაციის გონების ბნელ კუნჭულში გამოკეტვაა. თითქოს ეს ორი “თავისუფლება” და “ძალადობა” ერთმანეთისგან გამომდინარეობს და ყველანაირი ქმედება აუცილებლად გამოიწვევს უკუქმედებას.
იგიში იყო ის რაც ბევრ ჩვენგანში დღესაც არაა-ემოცია.მას სიტყვების დეფიციტი და მოზღვავებული გრძნობა ჰქონდა, ახლა, ჩვენს თაობაში კი პირიქით – სიტყების რახარუხი და გრძნობების დეფიციტია.მან წასვლის შემდეგ ისეთი კვალი დატოვა , რომელსაც ვერანაირი წვიმა და ქარბუქი ვერ წაშლის. მისმა ნახევარმა დატოვა მიწის ფსკერი და გაქრა, ხოლო ნახევარი ქვაზე ამოტვიფრული დარჩა. იგის ნახატები ხომ მისივე სხეულიდან იყო გამოტყორცნილი და რაღაც უხილავი ძალით აღბეჭდილი? “იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”

* * *

დილიდან თავსხმა წვიმაა, ვერ ვიტან ასეთ ამინდებს,როცა ცა განაცრისფრებულია, თითქოს განაწყენებულიაო,პირქუშად იმზირება, ღრუბლები კი მრისხანედ შეკრულ-შემჭიდროვებულან.გეგონება არ უნდათ ერთმანეთს დააშორონო ისე არიან ერთმანეთს შეზრდილნი და თავისი დიდებულებით მაშინებენ კიდეც. საღამოს შუქი ჩაქრა და მთელი სახლი იდუმალ ბინდში გაეხვია. ფანჯრის წინ მდგარი უზარმაზარი ხეები მოჩვენებებივით ირწეოდა, ცას ელვა სერავდა და მიწას ჭექა-ქუხილი აზანზარებდა. სახლში მარტო ვიყავი და ათასმა მიძინებულმა ფობიამ შემახსენა თავი.  შეშინებულმა შევავლე თვალი პეიზაჟს და ხელების ცეცებით დავიწყე სანთლის ძებნა. ავანთე თუ არა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი ისე აისვეტა ჩემს წინ ჩემი ჩრდილი და იმ პირქუში ღრუბელივით დამიწყო ყურება ზემოდან, წეღან რომ შიშის ზარს მცემდა. თვალი გამიშტერდა, ჩემს გარშემო კი მოგონებებმა დაიწყეს ტრიალი. ადრე ბაბუ მიყვებოდა, პატარა რომ იყავი და შენს ჩრდილს პირველად შეხვდი ისე შეგეშინდა,იმდენი იტირე, ძლივს მოგასულიერეთო. ალბათ მაინც თანდაყოლილი ფობიაა, რადგან როცა მას ვხედავ თავიდან ყოველთვის ვკრთები, სხვა ადამიანის მგონია, მერე ვაკვირდები და ვფიქრობ: ნეტავ რა იქნებოდა ყველა ადამიანის ჩრდილი მისი სულის ანარელი რომ იყოს? ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ურთიერთობა. მარტივად ამოვიცნობდით ვინ კარგია და ვინ-ცუდი.
87fe3c0a881b2cc4b1603f08db94278a 19469e71d4d01fa20ca585fd2f884b2c
  თავი გავაქნიე,მინდოდა ეს ფიქრები გონებიდან ამომეგდო და გამომივიდა კიდეც. საერთოდ მომავალზე ფიქრი უფრო მიყვარს ვიდრე წარსულზე,უკან მოხედვა არ მიყვარს, მაგრამ დღეს ნოსტალგია შემომეპარა, ზაფხულზე დავიწყე ფიქრი. შეიძლება წელიწადის ამ დროს ღამე ყველაზე მოკლეა,მაგრამ ჩემთვის მაინც ყოველთვის ყველაზე დიდხანს გრძელდება, ყველაზე მეტს ვფიქრობ და ხანდახან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებას ისე ანაცვლებს მზის ამოსვლის ცქერა ვერც კი ვხვდები ხოლმე. მთვასაც ვაკვირდები , ყოველი სავსემთვარეობისას კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გულში რაღაც დაკარგული ნაწილი მევსება და სერიოზულად,ჩემზე ბედნიერი არავინაა ამ დროს, თითქოს ხელმეორედ ვიბადები და მეორე დილას ყოველთვის იმედი მაქვს,რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება.
  large (3)
  ჩიტების ჭიკჭიკიც მენატრება, ბავშვობიდან მაინტერესებდა ესმით თუ არა ერთმანეთის, აქვთ თავისი ენა ? გულის სიღრმაში ჩემი პასუხი მაინც უარყოფითია. ადამიანებიც  ხომ რაღაც მხრივ ასეე ვართ, ერთმანეთს ვესაუბრებით, სხვადასხვა ბგერები სწყდება ჩვენს ბაგეებს,მაგამ სინამდვილეში სულაც არ გვესმის ერთმანეთის. რომ გაიგო პირველ რიგში მოსმენა უნდა ისწავლო და სწორედ ეს გვიჭირს ადამიანებს. კი,კი ნამდვილად ჩვენ ერთმანეთისთვის ყურის დაგდება გვიჭირს და არა გაგება.
  ზღვის სუნი მენატრება, მისი ყრუ,ერთფეროვანი დუდუნი იმ მარადიულ ძილს რომ მახსენებს,რომელიც ყველას მოგველის.იქ, ქვევით ზღვა მაშინაც ისე ხმაურობდა, როცა არც მე ვიყავი და არც თქვენ. ,მიდის მიედინება, ხან ბობოქარი,ხან წყნარად მოლივლივე და მაშინაც ასე იბობოქრებს, ასევე ილივლივებს,როცა ჩვენ ამქვეყნად აღარ ვიქნებით.იქნებ ამ მუდმივობაში იძერწება თითოეული ჩვენგანისაგან მარადიული გადარჩენის , დედამიწაზე სიცოცხლის უწყვეტი მოძრაობის, უწყვეტი სრულყოფის სურვილი? ვინ იცის..
                   large (1)large